საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქართული ოცნება ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლის შემადგენლობაში საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. როგორც ირაკლი კობახიძს მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, შეიქმნება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ქვეყანაში მიმდინარე დეპოლარიზაციის საკითხებს უზრუნველყოფს და მასზე მონიტორინგს აწარმოებს.