საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო. პირველი რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან, გვიან ღამით შესრულდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ავიაკომპანია Flyadeal-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.