საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს. ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე მან "ფეისბუკზე" დაწერა. თეა კატუკიას თქმით, განცხადება გადადგომის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს გაუგზავნა, 1 ივლისიდან კი გათავისუფლებულად ითვლება.
როგორც დიპლომატი წერს გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მასზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.
ფაქტს ეხმაუება საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ ელჩმა თანამდებობა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა და მის მიერ გაკეთებულ განცხადება ცილისმწამებლურია.