საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს - Palitra News

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს

2022-07-01 14:07:43+04:00

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს. ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე მან "ფეისბუკზე" დაწერა.

თეა კატუკიას თქმით, განცხადება გადადგომის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს გაუგზავნა, 1 ივლისიდან კი გათავისუფლებულად ითვლება.

"გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - წერს საქართველოს ყოფილი ელჩი.