პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ამერიკის საელჩოში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მხრიდან, უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და მისი მხრიდან პასუხი პროპორციული იყო. ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ მასსა და ვატო წერეთელს შორის ადგილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, რომ გუშინდელი ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა გასაჯაროვდეს