"ტვ პირველი" დამფუძნებელი ქართული ოცნების დეპუტატებს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავდასხმაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვატო წერეთელი კელი დეგნანს, კადრების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით გაშველების დროს დაზიანებები მიიღო, ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ. დაზარალებულის ინფორმაციით ვატო წერეთელს თავს - ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.