საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვატიკანის მუზეუმებს ეწვია - Palitra News

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვატიკანის მუზეუმებს ეწვია

2022-06-30 11:15:31+04:00

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვატიკანის მუზეუმებს ეწვია. თეა წულუკიანი მუზეუმში სტაჟირების პროგრამით, მუზეუმოგრაფიის, ლაბორატორიების მუშაობისა და საკურატორო საქმიანობის საკითხებით დაინტერესდა.

საუბარი შეეხო საქართველოდან სტუდენტების, კურატორების, რესტავრატორების ვატიკანის მუზეუმებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წასვლის შესაძლებლობას. მუზეუმის დერექტორმა საქართველოს კულტურის მინისტრს, სტაჟირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას დაჰპირდა.