ირაკლი ღარიბაშვილი - უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი - უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად

2022-06-30 11:01:30+04:00

დიდი ბრიტანეთისგან საქართველოსთვის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას პრემიერ მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დახმარება როგორც ქვეყნის ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

პრემიერი განცხადებას სოციალურ ქსელ ტვიტერში ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს კიბერ საფრთხეების მიმართ მედეგობის გასაზრდელად 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა, რომელიც დაახლოებით 17 მილიონ 650 ათასი ლარია.