საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიის წერას განაგრძობს. მართალია დეიან სტანოევიჩის გუნდმა მერვედფინალური დაპირისპირება ხორვატიასთან 6:12 წააგო, მაგრამ ამის შემდეგ, ათეულში ადგილის შენარჩუნების შანსი მაინც ჰქონდა.
საქართველო სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 20:7 დაამარცხა. ამ შედეგით კი 10-ეულში მოხვედრა გარანტირებულია. გოლები ბითაძემ ვასიჩმა ვაპენსკიმ შუშიაშვილმა სარიჩმა იელაჩამ ადეიშვილმა, დადვანმა და ბარალდიმ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-9 ადგილისთვის პირველ ივლისს, იაპონიას დაუპირისპირდება.