საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩავიდა - Palitra News

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩავიდა

2022-06-30 09:54:59+04:00

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაშია და 1 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. ჩვენს კალათბურთელთა ნაკრებს რიგის აეროპორტში ქართველი ქომაგები საქართველოს დროშებითა და შეძახილებით დახვდნენ.

საქართველოს ნაკრები ლატვიაში 13 კალათბურთელით ჩავიდა, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.