საქართველოში შტატებისა და ევროკავშირის ელჩები ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებული მოქმედებებისკენ მოუწოდებენ. კელი დეგნანის განცხადებით, მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თალსაზრისით და როგორც ელჩი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს. შეთანხმებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ელჩიც. კარლ ჰარცელი საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული.
მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.