აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას ,- ამის შესახებ საქართველოში შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ამ საკითხს სწავლობს.