ჯო ბაიდენი - აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას გაზრდის და გაერთიანებულ სამეფოში F-35-ის დამატებით ესკადრილიებს გაგზავნის - Palitra News

ჯო ბაიდენი - აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას გაზრდის და გაერთიანებულ სამეფოში F-35-ის დამატებით ესკადრილიებს გაგზავნის

2022-06-29 15:25:28+04:00

მადრიდში ნატოს მინისტერიალი გრძელდება. სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდნემა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების საფუძველზე, აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. მან დაადასტურა, რომ აშშ ესპანეთში გამანადგურებლების რაოდენობას ოთხიდან ექვსამდე გაზრდის და რომ ვაშინგტონი ბრიტანეთში F-35-ის ორ დამატებით ესკადრილიას გაგზავნის.

ამასთან, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ პოლონეთში არმიის მე-5 კორპუსის მუდმივ შტაბ-ბინას დააფუძნებს და რუმინეთში დამატებითი როტაციულ ბრიგადას გაგზავნის.