„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ქართული ოცნების დატოვების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებენ. როგორც დეპუტატები განმარტავენ, პარტია "ქართულ ოცნებასთან" და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ აქვთ და ყველაფერში თანხმდებიან გარდა ერთისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე.როგორც უმრავლესობის ყოფილი წევრები აცხადებენ, ისინი იქნებიან ხალხთან ყველაზე ახლოს და ექნებათ თავისუფლება, საზოგადოებას უფრო მეტი სიმართლე მიაწოდონ.