უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. კელი დეგნანის განცხადებით, მსგავსი დისკუსია მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს და არა საჯაროდ. როგორც ელჩი აცხადებს, მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს.