ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის 2 კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა.
სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშგებო პერიოდში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170 297 378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118 000 000 ლარის ნაცვლად, 127 558 754 ლარი გადაირიცხა, ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტში 26 370 851 ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 154 734 ლარი.
ამასთან, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, სააგენტომ ჯამში 1 190 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34 833 394 ლარის, მეორე კვარტალში კი 92 725 360 ლარის ქონება გაყიდა.