დაახლოებით ერთ საათში „თბილისი პრაიდის“ კვირეული ოფიციალურად დაიწყება. კვირეული ქართველი რეჟისორის სელენენა ვერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ელგებეტე ქიუ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. კვირეულს მისასალმებელი სიტყვებით “თბილისი პრაიდის” თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი, ასევე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი და თავად ფილმის რეჟისორი გახსნიან. ჩვენების შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხის სესია რეჟისორთან და ფილმის გადამღებ ჯგუფთან.