საფრანგეთი უკრაინას "მნიშვნელოვანი რაოდენობის" ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის - Palitra News

საფრანგეთი უკრაინას "მნიშვნელოვანი რაოდენობის" ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის

2022-06-28 16:52:54+04:00

საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა.

„მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის, ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა, საფრანგეთი ამ ტიპის მანქანების მნიშვნელოვან რაოდენობას გადასცემს,“- აღნიშნა ლეკორნუმ.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის მიაწვდიან უკრაინას აღნიშნულ ჯავშანტრანსპორტიორებს. მისი თქმით, საფრანგეთი ასევე განიხილავს უკრაინისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას.