ლიეტუვის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კერძო სტრუქტურებზე კიბერძავდასხმა განხორციელდა, რომლის უკანაც რუსი ჰაკერები დგანან.
მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამიზნე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, მიგრაციის დეპარტამენტის, სატრანსპორტო კომპანიებისა და რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდები გახდა. როგორც ცნობილია, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა კრემლის მომხრე ჯგუფმა Killnet-მა აიღო.
მათ ტელეგრამ არხში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ისინი მოითხოვენ, ლიეტუვამ "კალინინგრადის ოლქი განბლოკოს“ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეტევები გაგრძელდება.