ნატოს მადრიდის სამიტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში 29 ივნისს 30 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთს შეხვდებიან. სამიტს მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალურმა მდივანმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.
ევროპელი ლიდერების შეკრება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამიტამდე კი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აანონსებს.
იენს სტოლტენბერგი ჯერ არ აკონკრეტებს რა სახის დახმარებას მიიღებს ალიანსისგან ოფიციალური თბილისი, თუმცა ცნობილია, რომ პაკეტით განსაზღვრული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოემსახურება.