თბილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1751 ადგილი გამოიყოფა. კალაძის თქმით, აღნიშნული რაიონების ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება ადგილები შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, პარკირება კი მათთვის უფასო იქნება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, იქ, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის პარკირება, საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო იქნება.
მისი თქმით, კომპანიებისთვის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.