3 ივლისს, მაშინ როდესაც დედაქალაქში "შინ ევროპისთვის" მაშტაბურ აქციას აანონსებს, დედაქალაქის მერია კონცერტს გეგმავს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.
კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
კალაძის თქმით მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.