ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები შეშფოთებულეი არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ასამბლეის დეკლარაციაში, რომელსაც ხელს რამდენიმე დეპუტატი აწერს ნათქვამია, რომ რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა.
დეპუტატები შეშფოთებული არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.
სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.