თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სკოლისთვის აკრედიტაციის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენა ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მიმდინარე წლის ივნისში სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით.
აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან.