ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს და მიზნად ისახავს, გამოავლინოს საბჭოს მუშაობის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები და ამგვარად ხელი შეუწყოს ამ უწყების ეფექტიანობის, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის გაზრდას.
საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა.