ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვდნენ - Palitra News

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვდნენ

2022-06-28 11:12:12+04:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

ოლიმპიადა სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. საკონკურსო ტურები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, გერმანული,უცხოური ენები – ინგლისური, რუსული და ინფორმატიკა. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ ენებზე მიეღოთ.

ოლიმპიადის ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ ყოველწლიურად იმართება.