უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის მსგავს ობიექტებზე თავდასხმა მხოლოდ "სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ". მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
„დღეის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2800 სხვადასხვა სახის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ბომბებისა და რაკეტების რაოდენობის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი", - განაცხადა ზელენსკიმ.