კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - Palitra News

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2022-06-28 10:13:13+04:00

განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში, კრემენჩუკში მომხდარი სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროის მონაცემებით სულ მცირე, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56 კი - დაშავდა. მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე გრძელდება.

27 ივნისს, პოლტავას ოლქში, კრემენჩუკში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რუსული ძალების მიერ სარაკეტო იერიში განხორციელდა.

არსებული ცნობებით, დაბომბვის მომენტში ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.