თბილისში, ნაძალადევის რაიონში პირველად ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. I, II, და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დააჯილდოვა. ქვიშის რაგბის ტურნირი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.