უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის მსგავს ობიექტებზე თავდასხმა მხოლოდ "სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ". მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს, რუსეთის სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.