„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„უკრაინასთან ერთად გლოვობთ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლს. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე ომის დანაშაულს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ."