უკრაინაში ომის 125-ე დღეა. პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკში მომხდარი სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროის მონაცემებით სულ მცირე, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56 კი დაშავდა. 27 ივნისს, პოლტავას ოლქში, კრემენჩუკში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რუსული ძალების მიერ სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაბომბვის მომენტში ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი "ურაგანის" ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.