პარლამენტისა და საკრებულოების ბოიკოტირება და ბრძოლის შეცვლილი ტაქტიკა - ლელო" მმართველ პარტიას კონკრეტულ წინადადებას უყენებს - Palitra News

პარლამენტისა და საკრებულოების ბოიკოტირება და ბრძოლის შეცვლილი ტაქტიკა - ლელო" მმართველ პარტიას კონკრეტულ წინადადებას უყენებს

2022-06-28 09:28:14+04:00

"ლელო" მმართველ პარტიას კონკრეტულ წინადადებას უყენებს - პარტიის ლიდერების თქმით, თუ ხელისუფლება ოპონენტებთან და მესამე სექტორთან ერთად ერთი მაგიდის გარშემო არ დაჯდება და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ დაიწყებს, ისინი ბრძოლის ტაქტიკას გადახედავენ, რაც შესაძლოა პარლამენტისა და საკრებულოების ბოიკოტირებით დასრულდეს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ბოიკოტის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზიარებს, თუ დარწმუნდებიან რომ ეს მთავრობაზე ზემოქმედების ეფექტური მექანიზმი იქნება. მეორე ნაწილს კი მიაჩნია რომ ასეთ გადამწყვეტ დროს ოპოზიცია უფრო მეტად ქმედითი - საპარლამენტო მუშაობისას იქნება.