კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს - Palitra News

კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი 24 ივნისის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს

2022-06-28 09:26:56+04:00

მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც 24 ივნისის აქციაზე მოძრაობა სირცხვილიამ და მესამე სექტორმა წამოაყენა. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ ქართული ოცნება, რომელსაც ლეგიტიმაცია ხალხისგან აქვს მინიჭებული, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მოხსნას არ აპირებს. თუმცა გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები მათ შორის ის მუხლიც, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ეხება.