ლევან დავითაშვილი - ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ ტურიზმის მხრიდან, შემოსავლების კუთხით, 2019 წლის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ - Palitra News

ლევან დავითაშვილი - ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ ტურიზმის მხრიდან, შემოსავლების კუთხით, 2019 წლის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ

2022-06-27 20:33:26+04:00

ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ 2019 წლის მონაცემებს შემოსავლების კუთხით ტურიზმის მხრიდან უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი ფიქრობს, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები სხვა მიმართულებითაც შენარჩუნდება.