მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის აივნების ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია 2 პირი, ხოლო დაშავებულია 4 ადამიანი , რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ. მომხდარ ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და მარნეულის მერის, კენარ ომაროვის გადადგომას ითხოვენ, ვინაიდან მათივე თქმით მერიას მოსახლეობამ კორპუსის მდგომარეობის შესახებ რამოდენიმეჯერ აცნობა, თუმცა შესაბამისი სტრუქტურებისგან რეაგირება არ მომხდარა. ქვემო ქართლის გუბერნატორი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. უფრო ვრცლად მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე.