დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. „გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადებაში. ლიდერები მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური გზის განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია. მათი განცხადებით, ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ თავის დაცვაში.