გია ვოლსკი - მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ეს ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის - Palitra News

გია ვოლსკი - მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ეს ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის

2022-06-27 19:56:04+04:00

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. მოთხოვნები შემდეგია. გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა. აქციის მონაწილეების მოთხოვნას ოპოზიციონერების ნაწილი უერთდება ნაწილი კი არა. პარტია ლელო "ქართულ ოცნებას" მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში. უფრო კონკრეტულად თუ რას ამბობენ პოლიტიკოსები საკითხთან დაკავშირებით.