ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი სამიტის წინ განაცხადა რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მიიღებენ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. მისი თქმით, სამიტში მონაწილეობას საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ. ამასთან ცნობილი გახდა რომ ნატო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას 300 000-მდე გაზრდის.