„ლელო“ - თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება - Palitra News

„ლელო“ - თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

2022-06-27 18:05:03+04:00

პარტია „ლელო საქართველოსთვის" მიმართავს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ თუ ,,ქართული ოცნება“ 3-მ ივლისამდე უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, „ლელოს“ საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.