ნატო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ალიანსი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში არასკმარისად ეხმარება - Palitra News

ნატო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ალიანსი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში არასკმარისად ეხმარება

2022-06-27 16:17:31+04:00

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანეს განცხადებით ნატო-ში არ ეთანხმებიან მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი არასაკმარისად ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

ალიანსში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციის როლი უნდა განიხილებოდეს ერთიანობაში ყველაფერთან ერთად, რასაც პარტნიორები უკრაინისთვის აკეთებენ. ნატო-ს გენმდივნის მოადგილის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ტაშს უკრავს და აღფრთოვანებულია უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცით, თუმცა მათი წარმატების ერთ-ერთი კომპონენტი ის არის, რომ მათ ბრძოლის წარმოება ნატოს სტანდარტების მიხედვით ასწავლეს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინა აღარ გადადგამს ნაბიჯებს ნატოში წევრობისთვის.