ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ის საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით იმართება.
ფორუმზე განხილული იქნება 4 სხვადასხვა მიმართულება, როგორიცაა: სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც საჯარო უწყებები, აგრეთვე სამეცნიერო წრეების, IT - ბიზნესისა და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.