შემზარავი კადრები - ტურისტი მეწყერში მოყვა - Palitra News

შემზარავი კადრები - ტურისტი მეწყერში მოყვა

2022-06-27 15:30:08+04:00

სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები ვრცელდება, რომლებიც, ფშავში, სოფელ მაღაროსკარსა და ხომს შორის ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ გზაზე მიმავალი ტურისტი უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში ჩაიტანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტურისტის ძებნის ოპერაცია.

შემთხვევა, სავარაუდოდ, ორი დღის წინ მოხდა. ამ დრომდე უცნობია, ცოცხალია თუ არა ტურისტი.