ციფრული ტრანსფორმაციის 5 დღიანი ფორუმის ოფიციალურად გაიხსნა - Palitra News

ციფრული ტრანსფორმაციის 5 დღიანი ფორუმის ოფიციალურად გაიხსნა

2022-06-27 13:38:32+04:00

ციფრული ტრანსფორმაციის 5 დღიანი ფორუმის ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმზე ოთ ხ სხვადასხვა მიმართულებას განიხილავენ: ესენია სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.

ფორუმის ფარგლებში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საჯარო უწყებების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების, IT - ბიზნესისა და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, საქართველოს აი-სი-თი კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობისა და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით იმართება.