რუსეთმა, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, 1918 წლის შემდეგ ფაქტი პირველად დაფიქსირდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო, რის შემდეგაც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი დაიწყო, რომელიც სწორედ დღეს ამოიწურა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა, რუსეთს აქვს ფული და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ფული ევროქლიერის ბანკს გადაეგზავნა, რომელსაც შემდეგ ის ინვესტორებისთვის უნდა გაენაწილებინა, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ ბანკშია და კრედიტორებს არ მიუღიათ. ოკუპანტი ქვეყნისთვის დეფოლტის საფრთხე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.
რუსეთის ეკონომიკისა და რუსებისთვის, რომლებიც უკვე განიცდიან ორნიშნა ინფლაციას და ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას ბოლო წლების განმავლობაში, დეფოლტი, სიმბოლურად ფასდება.