Mcdonald’s - სწრაფი კვება ჩვენი საუკუნის სენია, რომელიც დედამიწის მოსახლეობის ნაწილისთვის არაჯანსაღ კვებასთან ასოცირდება, ნაწილს კი მის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია არსებობა. დღესდღეობით ცნობილ სახელებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით და მასშტაბებით რამდენიმე საკვები კომპანია ლიდერობს, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდზე Mcdonald’s - ზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
ამერიკული მულტინაციონალური სწრაფი კვების უზარმაზარი ქსელი მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი. მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობის დანახარჯი წელიწადში 110 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და ყოველი მერვე მაცხოვრებელი ნამუშევარია რესტორნების ქსელში. არ მგონია ვინმე იყოს დარჩენილი ვისაც ბურგერი, კარტოფილი ფრი და სხვა გემრიელობები დარჩენოდეს დასაგემოვნებელი. შემოსავლების მიხედვით ის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნების ქსელია. 2018 წლის მდგომარეობით 37 855 სავაჭრო ობიექტში ყოველდღიურად 69 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება 100-ზე მეტ ქვეყანაში. მაკდონალდსი განსაკუთრებით ცნობილია ჰამბურგერით, ჩიზბურგერით და კარტოფილი ფრით, თუმცა მათ მენიუში შედის სხვა პროდუქტები, როგორიცაა ქათამი, თევზი, ხილი და სალათები. კომპანიამ კრიტიკაც არაერთხელ დაიმსახურა არაჯანსაღი კვების გამოც. თუმცა, როგორ მივიდა კომპანია ამ მასშტაბებამდე და რა გზა განვლო, ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.
მაკდონალდსის წარმოშობის ისტორია კალიფორნიის შტატ სან-ბერნანდინოში იწყება, სადაც ძმები რიჩარდ და მორის მაკდონალდები გადმოსახლდნენ ახალი ცხოვრების დასაწყებად. ჰოლივუდში მუშაობის შემდეგ შეგროვებული დანაზოგით მცირე ზომის კინოდარბაზით დაიწყეს, მაგრამ ამ წამოწყებამ ფინანსური მოგება ვერ მოიტანა, ამიტომ გადაწყვიტეს დაწესებულება სასადილოდ გადაეკეთებინათ. რიჩარდმა და მორის მაკდონალდებმა პირველი რესტორანი 1940 წლის 15 მაისს გახსნეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს უბრალო სასადილო გახლდათ იმ დროისთვის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკვები ობიექტი, პირველსავე წელიწადს შემოსავალმა 200 ათას $ მიაღწია, რამაც მათი სამომავლო გეგმებიც განაპირობა. ძმებმა შემოიღეს თანამედროვე სწრაფი კვების რესტორნის პრინციპები, რომლებიც მათმა წინამორბედმა White Castle-მა გამოიყენა ორ ათწლეულზე მეტი ხნით ადრე. თანდათან სწრაფი კვების ობიექტი თვითმომსახურების სერვისით დაიტვირთა, რაც გამვლელთათვის მოსახერხებელი იყო. და ეს იმის გათვალისწინებით რომ თანდათან 35 ცენტიდან პროდუქტი 15 ცენტამდე გაიაფდა, რამაც მომხმარებელთა ნაკადი გაზარდა. მათი შემოსავლები საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო და დაინტერესებაც დიდი, თუმცა ის რაც დღეს გლობალურად არის წარმოდგენილი კომპანიის ამ ფორმამდე მოყავნა სულ სხვა პიროვნების, კერძოდ კი რაიმონდ ალბერტ კროკის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი ამერიკელი ბიზნესმენი გახლდათ, იმ პერიოდში მიქსერების სავაჭრო კამპანიას ითავსებდა და სწორედ ამ მიქსერების დიდი პარტიის შეკვეთამ, რომელიც ძმებმა მაკდონალდებმა გამოიწერეს კროკი გააოცა და გადაწყვიტა შეკვეთას გაჰყოლოდა. როდესაც სწრაფი კვების ობიექტთან უზარმაზარი რიგი შენიშნა მიხვდა რომ ეს ბიზნესი მომავლის იყო და ძმებთან ერთად ფრენჩაიზინგის განვითარებას შეუდგა.
ბრენდის მსოფლიო ექსპანსია 1968 წელს, როდესაც პირველი კანადური რესტორანი გაიხსნა, 12 წელიწადში კომპანიამ გადაკვეთა ოკეანე და გავრცელდა ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში, ლათინურ ამერიკაში და შემდეგ უკვე აფრიკაშიც.
მას შემდეგ, რაც სტივ ისტერბრუკი გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მაკდონალდსმა გაამარტივა მენიუ, რომელიც შეერთებულ შტატებში შეიცავდა თითქმის 200 პროდუქტს. კომპანია ცდილობდა უფრო ჯანსაღი ვარიანტების დანერგვას და ჰამბურგერის ფუნთუშებიდან ამოღებას. 2018 წლის სექტემბერში აშშ-ში მაკდონალდსმა გამოაცხადა, რომ ისინი აღარ იყენებენ ხელოვნურ კონსერვანტებს, არომატებს და საღებავებს მიუხედავად ამისა, მწნილი მაინც დამზადდება ხელოვნური კონსერვანტით, თუმცა მომხმარებლებს შეუძლია უარი თქვან მწნილის მიღებაზე და მის გარეშე შეუკვეთონ ბურგერი.
სხვადასხვა ქვეყანაში მათი რელიგიურ-კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე რესტორნების ქსელი ითვალისწინებს ამ თავისებურებებს და საკვებ რაციონში მათთვის სასურველი და მისაღები დანამატები და პროდუქტები ემატება შემადგენლობას ან საერთოდაც ამოღებულია მენიუდან. გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მაკდონალდში იყიდება ლუდი. ახალ ზელანდიაში - ხორცის ღვეზელები, საბერძნეთში, საფირმო ჰამბურგერი- Big Mac, იცვლება Tzatziki სოუსის დამატებით და პიტაში შეფუთვით.
McDonald’s-ის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, კორპორაცია 2025 წლამდე, 1 მილიარდზე მეტ საბავშვო სათამაშოში, რომლებიც ყოველწლიურად გლობალური მასშტაბით იყიდება, პლასტმასის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს. Happy Meal-ის სათამაშოების წარმოებაში შესული ცვლილება, მაგალითად, გულისხმობს Batman-ის სათამაშოს რამდენიმე ათეული მუყაოს ნაწილით დამზადებას, რომლის აწყობაც ბავშვებს თავადვე შეეძლებათ. გარდა ამისა, McDonald’s-ის თქმით, უფრო მეტი სათამაშო დამზადდება გადამუშავებული ან მცენარეული პლასტმასისგან. ეს გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას მისცემს, Happy Meal-ში ნამარხ საწვავზე დამზადებული პლასტმასების გამოყენება 2018 წელთან შედარებით 90%-ით შეამციროს.
McDonald’s-ი ერთ-ერთია იმ რესტორნების ქსელიდან, რომელიც შეფუთვებისა და სხვადასხვა პროდუქტის დამზადებაში ცვლილებით გარემოსთვის ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. McDonald’s-ის მსგავსად, 2019 წელს უფასო პლასტმასის სათამაშოების გაცემა Burger King-მაც შეაჩერა. McDonald’s-ის გადაწყვეტილებაზე განცხადება ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორმა, სტეფანი ფელდშტეინმა გააკეთა და რესტორნების ქსელს უფრო მეტი მდგრადობისთვის პროდუქციაში საქონლის ხორცის გამოყენების შემცირებისკენაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ McDonald’s-მა Happy Meal-ის გაყიდვა 1973 წელს დაიწყო, 2018 წელს კი გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და საფრანგეთში უფრო მყარ სათამაშოებზე გადავიდა. შეერთებულ შტატებში McDonald’s-ი Happy Meal-ში უკვე იყენებს ისეთ ნივთებს, როგორიცაა წიგნები და Pokemon-ის ბარათები. იანვრიდან აშშ-ში უფრო მეტი მსგავსი საჩუქრის წარმოება და კომპანიის მხრიდან ამ ტენდენციის სხვა ქვეყნებში დანერგვაც იგეგმება.