ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 8 წელი გავიდა - რა თემებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე - Palitra News

ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 8 წელი გავიდა - რა თემებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

2022-06-27 12:07:50+04:00

ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 8 წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ჩამოთვალა ის მიღწევები, რომლებიც ქვეყანამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მიიღო. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხვალ საქართველოს დელეგაცია მისი ხელმძღვანელობით ნატოს სამიტზე მიემგზავრება.