მკლავჭიდი | ზირაქაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე გაანადგურა - Palitra News

მკლავჭიდი | ზირაქაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე გაანადგურა

2022-06-27 09:52:53+04:00

დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა. ირაკლის მეტოქე ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მკლავჭიდელია. გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ 4 რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო. ქართველმა მკლავჭიდელმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო და ბოლო ორ რაუნდს უბრალოდ აზრი დაუკარგა. ზირაქაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში დიდი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.