საქართველოში მიწისძვრა მოხდა - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2022-06-27 09:35:04+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 07:49 საათზე დაფიქსირდა.