უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბავარიის ალპებში შეკრებილ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართავს.
ტელეკომპანიის ცნობით, სამიტის ეპიცენტრში უკრაინის ომია. ლიდერებმა შეათანხმეს ახალი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ეკონომიკის იზოლირებისთვის, მათ შორის რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის ჩათვლით და ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვეს.
ზელენსკის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.